Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებული განცხადება საიტიდან წაშალა
ambebi.ge
21 December 2014, 22:20
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა.
ამ დროისთვის განცხადება არც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – მოდ.გოვ.გე და არც Facebook-ში უწყების ოფიციალურ გვერდზე აღარ დევს.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო გუშინ ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის ინფორმაციით, უწყების განცხადების შეთანხმება მინისტრთან "ტექნიკური მიზეზების გამო" ვერ მოხერხდა.
"ეს იყო შეცდომა და ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას. რაც შეეხება იმას, ვინ დაწერა ტექსტი – მომზადდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ. მთლიანი ტექსტი მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა იმ სახით, რა სახითაც იხილა ეს საზოგადოებამ. შესაბამისად, ვინაიდან ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ეს არის შეცდომა და ბოდიში მოვუხადეთ საზოგადოებას, კითხვა – რატომ გაქრა ტექსტი ვებ-გვერდიდან, პასუხგაცემულია. ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ხარვეზი, რის გამოც ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნა ღირსიაშვილმა.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი